თრეილერი

კინგსმენი: ოქროს წრე – თრეილერი კომიკ-კონიდან

ჯაშუშებს ფილმის სიქველში მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ. სიუჟეტი იწყება იმით, რომ მათი სათავო ოფისი განადგურებულია, ხოლო სამყაროს საფრთხე ემუქრება. კინგსმენი აშშ-ში ჯაშუშთა მნიშვნელოვან ორგანიზაციას აღმოაჩენს. ორ ელიტურ საიდუმლო სამსახურს ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუწევს, რათა საერთო მტერს დაუპირისპირდნენ.

თრეილერი

პროფესორი მარსტონი და ქალი-საოცრება (თრეილერი)

ფილმი მოგვითხრობს პროფესორ ვილიამ მარსტონის ცხოვრებაზე, რომელიც გამომგონებელი და ჰარვარდის ფსიქოლოგია. პროფესორმა გამოიგონა თანამედროვე სიცრუის დეტექტორი და 1941 წელს ქალი-საოცრების პერსონაჟი შექმნა. მარსტონი პოლიგამიურ ურთიერთობაშია ცოლთან, რომელიც ასევე გამომგონებელია და საკუთარ ყოფილ სტუდენტთან, რომელიც აკადემიკოსი […]

თრეილერი

“წყლის ფორმა” – გილერმო დელ ტოროს ახალი ფილმის პირველი თრეილერი

გილერმო დელ ტოროს ახალი ფილმის მოქმედება 1960-იანი წლების ამერიკაში ვითარდება. მუნჯი ელიზა (სალი ჰოუკინსი) ერთ-ერთ ლაბორატორიაში დამლაგებლად მუშაობს. ერთ დღესაც ის და მისი თანამშრომელი ზელდა (ოქტავია სპენსერი) აღმოაჩენენ საიდუმლო ექსპერიმენტის შედეგს – ადამიან-ამფიბიას. ამის შემდეგ […]

თრეილერი

მაიკლ ფასბენდერის “თოვლის კაცი” – პირველი თრეილერი

ნორვეგიელი მწერლის, ჯო ნესბოს ბესტსელერი “თოვლის კაცი” სულ მალე ფილმად გაცოცხლდება. ფილმი მოგვითხრობს დეტექტივ ჰარი ჰოულზე (მაიკლ ფასბენდერი), რომელიც სერიული მკვლელის საქმეს იძიებს. როგორც თრეილერიდან ხედავთ, ფილმი საშიში და დაძაბული იქნება, სიუჟეტური ხაზი კი – […]

თრეილერი

ნახეთ Blade Runner 2049-ის ახალი თრეილერი

იმ მოვლენებიდან, რომლებიც პირველ ფილმში განვითარდა, 30 წელი გავიდა. პოლიციელი კეი მოულოდნელად დიდი ხნის დავიწყებულ საიდუმლოს აღმოაჩენს, რომელიც ცივილიზაციას წალეკვით ემუქრება. კეი გადაწყვეტს, რიკ დეკარდი მოძებნოს, რომელიც უკვე დიდი ხანია რეპლიკანტებზე ნადირობს. რიკი 30 წელია, […]

თრეილერი

ნაომი უოტსი და ბრი ლარსონი “მინის სასახლეში” ერთად ითამაშებენ

მემუარებზე დაფუძნებული ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, რომელიც არეულ ოჯახში გაიზარდა. დედამისი ექსცენტრიული არტისტია, მამამისი კი – ლოთი, რომელიც მიუხედავად ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა, ცდილობს ბავშვებს არ აგრძნობინოს, რომ სიღარიბეში იზრდებიან რეჟისორი: დესტინ კრეტონი მთავარ როლებში: ნაომი უოტსი, […]

თრეილერი

“რიკი და მორტი” 30 ივლისს დაბრუნდება

ყველაზე უცნაური, სიურეალისტური, სევდიანი და ამავე დროს სასაცილო – რიკი და მორტის მესამე სეზონის თრეილერმა წესით, შესაფერისი განწყობა უნდა შეგვიქმნას იქამდე, სანამ შოუს ახალ ეპიზოდებს ვნახავდეთ (30 ივლისი) სერიალის გულშემატკივრები კი ხუმრობენ, რომ შოუს ახალი […]

თრეილერი

“დროის ნაკეცი” – ამაღელვებელი თრეილერი დისნეის ახალი ფილმიდან

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა დეტალები დისნეის ახალი ფილმის შესახებ, რომელშიც კრის ფაინს, რიზ უიეზერსპუნს და ოპრა უინფრის ვიხილავთ. მეცნიერი, რომელიც გარდამტეხ თეორიაზე მუშაობს, მოულოდნელად უჩინარდება. მის მოსაძებნად მისი შვილები (მეგი და მისი ძმა) და მათი მეგობარი მიემგზავრებიან. […]

თრეილერი

ძვლამდე – ფილმი ანორექსიის შესახებ

ნეტფლიქსის ახალი ფილმი მწვავე საკითხს ეხება: ელენი 20 წლის გოგოა, რომელიც ანორექსიითაა დაავადებული, რის გამოც უამრავი წელი აქვს გატარებული სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, წონა კი თანდათან იკლებს. სასოწარკვეთილებამდე მისული ოჯახი გადაწყვეტს, არატრადიციული […]

თრეილერი

ტკიპა – ახალი კომედიური სერიალი სუპერგმირებზე

ახალი კომედიური სერიალის მოქმედება ვითარდება სამყაროში, სადაც ათწლეულების განმავლობაში სუპერგმირები ნამდვილად არსებობდნენ. ერთი ჩვეულებრივი ბუღალტერი მოულოდნელად ხვდება, რომ მისი ქალაქი საოცარი ძალის მქონე ბოროტმოქმედის ხელშია. იმისთვის, რომ საიდუმლო ამოხსნას, პიტერ სერაფინოვიჩის პერსონაჟი უცნაურ ლურჯ სუპერგმირთან […]