სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
სინემანია
No Result
სრულად ნახვა
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს “ამერიკული საშინელებათა ისტორია”

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს “ამერიკული საშინელებათა ისტორია”

ავტორი Cinemania
18 სექტემბერი, 2018
რუბრიკა რეკომენდაცია
Share on FacebookShare on Twitter

2011 წელს გამოსული FX-ის ამერიკული საშინელებათა ისტორია დღეს უკვე საკულტო სერიალია. მას სამართლიანად მიიჩნევენ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შოუდ. თრილერის ჟანრის მოყვარულები მას დიდი ხანია იცნობენ, თუმცა ამერიკული საშინელებათა ისტორია მხოლოდ თრილერი არაა და მაყურებელს გაცილებით ფართომასშტაბიანი დრამა დახვდება.

წარმოგიდგენთ ათ მთავარ მიზეზს, რის გამოც ღირს, ეს საკულტო ტელეშოუ აუცილებლად საყურებელ სერიალებში ჩასვათ:

1. სინამდვილეში, არც ისე საშიშია, როგორც თავიდან გგონიათ

სერიალის ერთგული მაყურებელი დაგვემოწმება, რომ ყველაზე საშიში მომენტები ეპიზოდების დასაწყისშია, მეორენაირად რომ ვთქვათ, სერიები შიშისმომგვრელი სცენებით იხსნება, მაგრამ თავად ეპიზოდები ნაკლებად საშიში და ძრწოლისმომგვრელია. ეს არაა იმ ტიპის სერიალი, რომლის მთავარი მიზანიც მაყურებლის შეშინებაა. ძრწოლის გარდა, უამრავ საინტერესო თემას გვთავაზობს.

2. სახასიათო, მრავალმხრივი ბუნების პერსონაჟი ქალები

თითოეულ ეპიზოდში მაყურებელი სრულიად განსხვავებულ პერსონაჟ ქალებს ეცნობა. ისინი შორს დგანან ქალის იმ იდეალური სახისგან, რომელსაც კულტურა ნორმად მიიჩნევს, რადგან ამ ქალებს მრავალი დანაშაულის და ცოდვის ჩადენა შეუძლიათ. ისინი შეიძლება იყვნენ მანიპულატორები, დაბოღმილები, მოღალატეები და ლოთებიც კი. მაგრამ ყოველი მათგანი ბრძოლისუნარიანია და მათი სიმტკიცე აღფრთოვანებას იწვევს. დიახ, ეს შოუ მხარს უჭერს და გვიჩვენებს ქალის მრავალფეროვან და ცოდვილ ბუნებას, რომელიც დადგენილ ჩარჩოებში არ თავსდება.

3. სექსი

ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, რაც ამერიკულ საშინელებათა ისტორიას გამოარჩევს, უცნაური, შემაძრწუნებელი და უჩვეულო სექსის სცენებია. მაყურებელს თითოეულ სეზონში სულ ცოტა ოთხი-ხუთი ასეთი სცენა ელოდება, თუმცა გაფრთხილებთ, ამ შოუში სექსის სცენების ხილვა უფრო მეტად შეგაძრწუნებთ, ვიდრე გასიამოვნებთ.

4. თითოეულ სეზონში ახალი მთავარი თემაა

თითოეული სეზონის დასასრულს შოუს რეჟისორი რაიან მერფი მომავალი სეზონის მთავარ თემაზე მიგვანიშნებს. მაყურებელი თუ კარგად დააკვირდება, თავადვე მიხვდება, რა თემა გაჰყვება ახალ სეზონს ლაიტმოტივად. მაგალითად, პირველი სეზონის მინიშნება იყო ბილი დინ ჰოვარდის მონოლოგი – რა გამანადგურებლად მოქმედებს გარემო ადამიანზე და აბოროტებს მას. მეორე სეზონის თემაზე “გრძნეულება”, მიანიშნებდა სიმღერა “I Put a Spell on You”. და ასე შემდეგ.

5. მრავალშრიანია

ამერიკული საშინელებათა ისტორია  არავითარ შემთხვევაში არაა ამბავი უბრალოდ კუდიანებზე, ჯადოქრობაზე, ამოუცნობ არსებებსა და მოჩვენებებიან სახლებზე. ის საზოგადოების ყველაზე ძლიერი შიშების, დაცემული ადამიანების, გენდერული და სოციო-ეკონომიკური სისტემის შესანიშნავი ილუსტრაციაა. ის იმდენად მრავალშრიანი შოუა, რომ გაფიქრებთ, მსჯელობის და კამათის სურვილს გიჩენთ.

6. იდეალურად შერჩეული მუსიკა

თითოეული სეზონის საუნდტრეკი გასაოცარია! ორიგინალური მუსიკა სერიალისთვის ჩარლი კლოსერს (Nine Inch Nails) ეკუთვნის, თუმცა სერიალში მრავლადაა გამოყენებული ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ქავერ ვერსიები. შერჩეული მუსიკა იდეალურად გადმოსცემს შოუს ხასიათს და განსაკუთრებულ განწყობას.

7. ტაისა ფარმინგას და ევან პიტერსის წყვილი

ტაისა ფარმინგა და ევან პიტერსი შოუში რამდენჯერმე ჩნდებიან სხვადასხვა წყვილის როლში. მათ თანამედროვე რომეო და ჯულიეტაც უწოდეს, რადგან ამ ორს შორის არსებული ქიმია და კავშირი საბოლოოდ საუკეთესო ეკრანულ წყვილს ქმნის.

8. დაუვიწყარი პერსონაჟები დაუვიწყარი ფრაზებით

სერიალის ნახვა მარტო იმიტომაც ღირს, რომ მრავალფეროვანი პერსონაჟები იხილოთ და მათ მიერ წარმოთქმული ფრაზები მოისმონოთ. მათი სიტყვები იუმორისა და სიბრძნის სინთეზია, რაც შოუს ინტელექტუალურობაზე მეტყველებს.

9. ზოგიერთი პერსონაჟი რეალური ადამიანის პროტოტიპია

დელფინა და მარი ლავეუები (რომელთა ისტორიასაც მაყურებელი მეორე სეზონში იხილავს), ისტორიულად არსებული პიროვნებების პროტოტიპებს წარმოადგენენ. მათზე ხმები დადიოდა, თითქოს ფსიქოპათები და ვუდუს ჯადოქრები იყვნენ. მეორე სეზონში ანე ფრანკი და დოქტორი არდენი გვხვდებიან. გარდა ამისა, სხვადასხვა სეზონში ხშირად წავაწყდებით ჰოლივუდის ცნობილ სახეებზე ალუზიებს.

10. უბრალოდ, ჯესიკა ლანჟი

ჯესიკა ლანჟი, რომელმაც შოუს განმავლობაში მრავალი სახე მოირგო და უკანასკნელ სეზონშიც გამოჩნდა, ამერიკული საშინელებათა ისტორიის დედოფალია. მის მიერ შესანიშნავად განსახიერებული მრავალმხრივი პერსონაჟები და განსაკუთრებული ქარიზმა ნებისმიერი პრეტენზიული მაყურებლის გულს დაიპყრობს. ის ნამდვილად გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ამ სერიალს უნდა უყუროთ.

10 მიზეზიამერიკული საშინელებათა ისტორიათრილერიკუდიანებიმთავარი თემებიმიზეზებიმისტიკამრავალფეროვნებამუსიკარაიან მერფირეალური პროტოტიპებირეკომენდაციასაუნდტრეკისექსიფსიქოლოგიურიქალი პერსონაჟებიშიშიჩვენ გირჩევთჩვენ გირჩევთ სერიალსჯადოქრობაჯესიკა ლანჟიჰორორი

არ გამოგრჩეს

მისტერ რობოტი
რეკომენდაცია

10 სერიალი მენტალური დაავადების მქონე უნიკალური გმირებით

14 ივლისი, 2019
ქალაქის ზღაპრები
რეკომენდაცია

2019 წლის 5 ახალი სერიალი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

12 ივლისი, 2019
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ სერიალს “კოლონია”
რეკომენდაცია

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ სერიალს “კოლონია”

10 ივლისი, 2019
რატომ უნდა ვუყუროთ დამალულ სიმართლეს?
რეკომენდაცია

რატომ უნდა ვუყუროთ დამალულ სიმართლეს?

8 ივლისი, 2019

ახალი ამბები

როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები წლების განმავლობაში

როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები წლების განმავლობაში

ავტორი Cinemania
13 დეკემბერი, 2019
0

პარიზის ქუჩებში გაცოცხლებული „Star Wars“-ის ბატალიები

პარიზის ქუჩებში გაცოცხლებული „Star Wars“-ის ბატალიები

ავტორი Cinemania
12 დეკემბერი, 2019
0

ცნობილმა ჟურნალმა „GQ“-მ 2019-ის „… წლის ადამიანები“ დაასახელა

ცნობილმა ჟურნალმა „GQ“-მ 2019-ის „… წლის ადამიანები“ დაასახელა

ავტორი Cinemania
11 დეკემბერი, 2019
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
0

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
0

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
0


ბოლოს დამატებული

როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები წლების განმავლობაში

როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები წლების განმავლობაში

ავტორი Cinemania
13 დეკემბერი, 2019
0

პარიზის ქუჩებში გაცოცხლებული „Star Wars“-ის ბატალიები

პარიზის ქუჩებში გაცოცხლებული „Star Wars“-ის ბატალიები

ავტორი Cinemania
12 დეკემბერი, 2019
0

ცნობილმა ჟურნალმა „GQ“-მ 2019-ის „… წლის ადამიანები“ დაასახელა

ცნობილმა ჟურნალმა „GQ“-მ 2019-ის „… წლის ადამიანები“ დაასახელა

ავტორი Cinemania
11 დეკემბერი, 2019
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

CINEMANIA © 2017-2019