სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
სინემანია
No Result
სრულად ნახვა
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს “ნარკოსი”

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს “ნარკოსი”

ავტორი Cinemania
15 ნოემბერი, 2018
რუბრიკა რეკომენდაცია
Share on FacebookShare on Twitter

ხვალ აჭარანეტზე ახალი სერიალის – ნარკოსი: მექსიკა – პრემიერა შედგება, რომლის სიუჟეტიც გვადალახარას ნარკოკარტელის აღზევებასა და ამერიკული ანტინარკოტიკული დეპარტამენტის (DEA) აგენტის მიერ ამ დანაშაულებრივი ჯგუფის დევნის ისტორიაა.

ამ სერიალის იდეურ საფუძვლად კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის შესახებ გადაღებული სუპერპოპულარული შოუ ნარკოსი ითვლება. 2015 წელს გამოსული ნარკოსი ისტორიული კრიმინალური დრამაა, რომელიც 80-იანი წლების კოლუმბიის ნარკოკარტელების საქმიანობაზე მოგვითხრობს, ცენტრალური ფიგურა კი პაბლო ესკობარია. ნარკოსი სამი სეზონის განმავლობაში გაგრძელდა და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სერიალია.

სწორედ ამიტომ, სანამ “ნარკოსის” მექსიკურ ისტორიას ნახავდეთ, წარმოგიდგენთ მიზეზებს, რის გამოც აუცილებლად უნდა გაეცნოთ კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის თავგადასავალს სერიალში ნარკოსი.

1. დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე

ნარკოსის მთავარ ღირსებას ის წარმოადგენს, რომ შოუში აღწერილი თავბრუდამხვევი, სახიფათო, დაუჯერებელი ამბები სინამდვილეში მოხდა. პაბლო ესკობარი, მისი მეგობრები და მტრები, ანტინარკოტიკული დეპარტამენტი მათ წინააღმდეგ – ეს ყველაფერი რეალურია. კოლუმბიის ნარკოკარტელის თემა კინოში ყოველთვის პოპულარულობით სარგებლობდა, თუმცა ესკობარის გარშემო განვითარებული ისტორია ნარკოსზე უკეთ არავის მოუყოლია.

2. შთაგონებულია კლასიკით, თუმცა არ იმეორებს მას

სერიალი ნარატივმა შეიძლება მაგარი ბიჭები მოგაგონოთ, სცენარმა – მოტოციკლისტის დღიური, ფულისა და ნარკოტიკების მთებმა – მძიმე დანაშაული, მაგრამ ნარკოსის ღირსება ისაა, რომ კლასიკით შთაგონებული, ქმნის ახალ ისტორიას და შინაარსს, რაც მთლიანობაში ხარისხიან პროდუქტს გვაძლევს.

3. ის არამარტო ისტორიის მოყვარულებს დააინტერესებს

რეალური სცენების ჩართვა შოუს მართლაც აძლევს ისტორიული დოკუმენტის ელფერს და ცოტათი დოკუმენტურ ფილმსაც ამსგავსებს, მაგრამ ამბის გადმოცემის ასეთი ხერხი სიმშრალის ნაცვლად ამდიდრებს თხრობას და დამაჯერებლობას სძენს ამბავს, თითქოს თავადაც მონაწილეობ კარტელის გარშემო განვითარებულ ამბებში. გარდა ამისა, 80-იანების კოლუმბიაში ნამდვილად არ მოიწყენდი – ინტრიგები, დევნა, მკვლელობები და დაპირისპირებები – ამ სახფათო თამაშისთვის  თვალის დევნება ინტრიგით ავსებს მაყურებელს.

4. კარგად შერჩეული საუნდტრეკი

გუსტავო სანტაოლალას დიდებული გამხსნელი თემა სრულიად სამართლიანად შედის სერიალების საუკეთესო დასაწყისების სიაში. მთლიანად შოუს მუსიკა პედრო ბრომფმანს ეკუთვნის და სრულყოფილად ერწყმის სიუჟეტს.

5. გვიჩვენებს 80-იანების ამერიკას

რეიგანის ამერიკა კომუნიზმს ვერ იტანდა. და ამას ამტკიცებდა კიდეც. ნარკოსში კარგადაა ასახული ცივი ომის პერიოდის ამერიკა და მისი საგარეო პოლიტიკა.

6. ვაგნერ მორა პაბლო ესკობარის როლში

კასტინგი ამ შოუს ძლიერი მხარეა. მთავარი გმირის, პაბლო ესკობარის როლი ბრწყინვალედ მოირგო ბრაზილიელმა მსახიობმა ვაგნერ მორამ. მისი პერფორმანსი ნამდვილად შოუს წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ნებისმიერი სცენა მისი მონაწილეობით ერთდროულად იმდენად უბრალო და მძლავრია, შეუძლებელია არ მოიხიბლოთ.

7. რეალური ახალი ამბების ჩანართები თხრობაში

მთელი შოუს განმავლობაში ნარატივში ერთვება ნაწყვეტები რეალური ახალი ამბებიდან, რომლებიც ნამდვილ მოვლენებს მიჰყვება კვალდაკვალ და რეალისტურობის შეგრძნებას ამძაფრებს. შემქმნელებმა დოკუმენტურ მასალა გონივრულად გამოიყენეს და ეს ეფექტურ მხატვრულ ხერხად აქციეს.

8. დაპირისპირება

მაყურებელი აღნიშნავდა, რომ მოსმენის შემდეგ იშვიათად უნახავთ მსგავსი დაძაბული დაპირისპირება ორ გუნდს შორის – ნარკობარონებისა და ანტინარკოტიკული დეპარტამენტის კატა-თაგვობანა განსაკუთრებულ მასშტაბებს მაშინ იძენს, როცა ძნელია განსაზღვრო, რომელია კატა და რომელი თაგვი.

9. პედრო პასკალი ხავიერ პენიას როლში

სამეფო კარის თამაშების მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ობერინ მარტელი ნარკოსში DEA-ს  ყოფილი თანამშრომელი, ქარიზმატული და გონებამახვილი ხავიერ პენიაა. ის პაბლო ესკობარისა და მედელინის კარტელის საქმის გამოძიებაში ყოფილ კოლეგა სტივენ მერფისთან ერთადაა ჩართული.

10. ესკობარი – მეწარმე და ლიდერი

ესკობარი მხოლოდ კრიმინალი არ ყოფილა. ვისაც მის შესახებ ასე თუ ისე რამე სმენია, ეცოდინება, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობამ “კოკაინის მეფეს” იმხელა შემოსავალი მოუტანა, მთელი ქვეყნის ინდუსტრია ხელში ეჭირა – შემოსავლიანი ბიზნესები, პოლიტიკური გავლენა და განუსაზღვრელი ძალაუფლება. ესკობარის ისტორია 80-იანი წლების კოლუმბიის ისტორიაა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული აშშ-ს არალეგალურ ნარკობაზართან, ეს თემა კი იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანია, რომ ნარკოსის მაყურებელს წინ მრავალი საინტერესო საათი ელოდება.

80-იანებიDEAდოკუმენტური მასალადოკუმენტური ჩანართებივაგნერ მორაკლასიკანარკობარონინარკოსინარკოტიკებინეტფლიქსიპაბლო ესკობარიპედრო პასკალირეკომენდაციასაუნდტრეკისერიალიჩვენ გირჩევთ სერიალსხავიერ პენია

არ გამოგრჩეს

მისტერ რობოტი
რეკომენდაცია

10 სერიალი მენტალური დაავადების მქონე უნიკალური გმირებით

14 ივლისი, 2019
ქალაქის ზღაპრები
რეკომენდაცია

2019 წლის 5 ახალი სერიალი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

12 ივლისი, 2019
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ სერიალს “კოლონია”
რეკომენდაცია

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ სერიალს “კოლონია”

10 ივლისი, 2019
რატომ უნდა ვუყუროთ დამალულ სიმართლეს?
რეკომენდაცია

რატომ უნდა ვუყუროთ დამალულ სიმართლეს?

8 ივლისი, 2019

ახალი ამბები

მაიკლ ბეის ახალი ფილმის, „6 Underground“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

მაიკლ ბეის ახალი ფილმის, „6 Underground“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
6 დეკემბერი, 2019
0

განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედი ფსიქოპატები

განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედი ფსიქოპატები

ავტორი Cinemania
5 დეკემბერი, 2019
0

„What If“: „დისნეის“ გმირებს 21-ე საუკუნეში, რომ ეცხოვრათ …

„What If“: „დისნეის“ გმირებს 21-ე საუკუნეში, რომ ეცხოვრათ …

ავტორი Cinemania
4 დეკემბერი, 2019
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
0

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
0

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
0


ბოლოს დამატებული

მაიკლ ბეის ახალი ფილმის, „6 Underground“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

მაიკლ ბეის ახალი ფილმის, „6 Underground“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
6 დეკემბერი, 2019
0

განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედი ფსიქოპატები

განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედი ფსიქოპატები

ავტორი Cinemania
5 დეკემბერი, 2019
0

„What If“: „დისნეის“ გმირებს 21-ე საუკუნეში, რომ ეცხოვრათ …

„What If“: „დისნეის“ გმირებს 21-ე საუკუნეში, რომ ეცხოვრათ …

ავტორი Cinemania
4 დეკემბერი, 2019
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

CINEMANIA © 2017-2019