პრემიერები, რომლებიც ივლისში არ უნდა გამოგრჩეთ

უკვე ივლისია და ტემპერატურაც ყოველდღიურად იმატებს, თუმცა რეჟისორები მაინც გვაძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ სულ ცოტა ხნით მოვწყდეთ სამყაროს და მათ სამყაროში ვიმოგზაუროთ. წინ დიდი პრემიერები გველის და იქნებ შევძლოთ ივლისის მზის დავიწყება რამდენიმე საათით.

ჩვენთან ივლისია, შვიდ სამეფოს კი ზამთარი უახლოვდება და ბევრი კითხვაც პასუხგაუცემელი დაგვრჩა, მაგალითად სად იბრძოლებს დაინერის ტარგარიანი? რამდენ ხანს შეინარჩუნებს სერსეი ლანისტერი სამეფო ტახტს? შეძლებს თუ არა სანსა სტარკი გამოიყენოს თავისი ნახევარძმის, ჯონ სნოუს მიერ მოპოვებული ძალაუფლება და რას უნდა ელოდონ შვიდი სამეფოს დასაპყრობად მებრძოლნი თეთრი მოსიარულეებისგან? 16 ივლისს HBO დიდ პრემიერას გვთავაზობს და გამუდმებით დასმულ კითხვებს პასუხიც მალევე გაეცემა.

ადამიანი ობობა: დაბრუნება – სუპერგმირი 7 ივლისს ისევ მოევლინება მსოფლიო კინოთეატრებს და როგორც იქნა საბოლოოდ შეაბიჭებს მარველის კინემატოგრაფიულ სამყაროში, ამიტომ იმედი დავიტოვოთ, რომ მისი დაბრუნება შთამბეჭდავი და საინტერესო იქნება.

ზაფხულს სასიყვარულო ურთიერთობები ყველაზე მეტად უხდება. ჩვენ თუ არ გადაგვხვდება, იქნებ სხვების ცხოვრებას ვადევნოთ თვალი და მათ შეცდომები გავითვალისწინოთ. The Big Sick ორი ადამიანის ურთიერთობაზეა, რომელთა მთავარი პრობლემაც განსხვავებული კულტურული ღირებულებებია.

თუ რომანტიკული კომედია თქვენი საყვარელი ჟანრია, დაელოდეთ 14 ივლისს.

კრიტოფერ ნოლანმა არც მეტი, არც ნაკლები, გადაწყვიტა რომ სწორედ ივლისის ცხელ, დამთრგუნველ, დამღლელ დღეებში შეგვეგრძნო მეორე მსოფლიო ომის სისასტიკე და ჩვენც ცოტა ხნით ვყოფილიყავით მორიგი მებრძოლები.

მიწა, ზღვა და ცა – სამი ადგილიდან დანახული მეორე მსოფლიო ომის სამი ამბავი 21 ივლისიდან მსოფლიო კინო ეკრანებზე.

მოკლედ მოემზადეთ, მოთავსდით გემრიელად, ჩართეთ ყველა გამაგრილებელი საშუალება და იმოგზაურეთ თქვენთვის სასურველ პარალელურ სამყაროში.

Comments

comments