17 დაუვიწყარი მომენტი Emmy 2017-დან

რამდენიმე საათის წინ ლოს-ანჯელესის მაიკროსოფტის თეატრში ემის 69-ე დაჯილდოვების ცერემონია დასრულდა. გამარჯვებულების ვინაობა უკვე ვიცით, ახლა კი თვითონ ღონისძიება შევაფასოთ. ღონისძიების წამყვანი სტივენ კოლბერტი იყო, რომელმაც, რა თქმა უნდა, ტრამპზეც იხუმრა და არც ქარიშხლები დაუტოვებია უყურადღებოდ.

გთავაზობთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს დაჯილდოებიდან:

1. ალექსანდერ სკარშგორდი ნიკოლ კიდმანს ქმრის თანდასწრებით ტუჩებში აკოცა

2. წამყვანმა სტივენ კოლბერტმა შეასრულა სიმღერა იმაზე, რომ სამყარო ნაკლებად უსარგებლო გვეჩვენება, როცა კარგ სერიალს ვუყურებთ (როგორ არ უნდა დაეთანხმო!)

3. კევინ სპეისის წინდები!

4. მომხიბვლელი სოფია ვერგარა არანაკლებ მომხიბვლელ შვილთან ერთად გამოცხადდა

5. დონალდ გლოვერი სრულიად დამსახურებულად გახდა დაჯილდოების გმირი: საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიურ სერიალში და ამავე დროს, კომედიური სერიალის საუკეთესო რეჟისორი!

6. რეიჩელ ბლუმის საოცარი ნომერი (თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად უყურეთ კომედიურ სერიალს შეშლილი ყოფილი შეყვარებული)

7. 1980 წლის კომედიის, “9-დან 5-მდე” ვარსკვლავები, დოლი პარტონი, ჯეინ ფონდა და ლილი ტომლინი 30+ წლების შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ვიბრატორებზე იხუმრეს

8. ალეკ ბოლდუინმა ტრამპი მიწასთან გაასწორა

განმარტება: ტრამპს ჰქონდა საკუთარი შოუ The Apprentice, რომლისთვისაც რამდენჯერმე იყო ნომინირებული ემიზე, თუმცა არასდროს გაუმარჯვია. ამჯერად კი ალეკ ბოლდუინმა მიიღო ემი მისი პაროდიისთვის.

9. რუპაულმა ემის ქანდაკება განასახიერა ერთ-ერთ სკეტჩში. საინტერესო იქნებოდა, ემის განსახიერებისთვის ემის მიღება რომ შეიძლებოდეს.

10. რობერტ დე ნირო წამით ყველას საოცნებო ბაბუა გახდა

11. ნიკოლ კიდმანმა ყველაზე მნიშვნელოვანი ემი დაიმსახურა (საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში) და ტრიბუნა ქალების მიმართ ძალადობაზე სასაუბროდ გამოიყენა

12. სეტ მაიერსს პირიდან შუშის ბურთები გადმოუცვივდა

https://img.buzzfeed.com/buzzfeed-static/static/2017-09/17/23/asset/buzzfeed-prod-fastlane-01/anigif_sub-buzz-25635-1505705239-1.gif?downsize=715:*&output-format=auto&output-quality=auto

13. რიზ უეზერსპუნმა მოგვიწოდა, მეტი ვისაუბროთ ქალებზე

https://img.buzzfeed.com/buzzfeed-static/static/2017-09/17/23/asset/buzzfeed-prod-fastlane-01/anigif_sub-buzz-25635-1505705239-1.gif?downsize=715:*&output-format=auto&output-quality=auto

14. ლორა დერნის გამარჯვებამ მისი კონკურენტი გააცოფა

15. სტივენ კოლბერტმა და ჯიმი კიმელმა კოქტეილები მოწრუპეს და სერიალებს “უკბინეს”

16. დაჯილდოება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ლგბტქ საზოგადოებისთვისაც

17. მილი ბობი ბრაუნმა ისევ დაიპყრო ყველა მაყურებლის გული

 

 

Comments

comments