ამერიკელი ღმერთების მსახიობი, იან მაკშეინი ჰელბოის ქასთს უერთდება

ამერიკელი ღმერთების ვარსკვლავი იან მაკშეინი დევიდ ჰარბურთან ერთად ჰელბოის რიბუთში ითამაშებს. მსახიობი ჰელბოის მამინაცვლის, პროფესორ ტრევორ ბრუმის როლს შეასრულებს.

ფილმზე სახელწოდებით ჰელბოი: სისხლიანი დედოფლის აღზევება Lionsgate და Millennium მუშაობენ. გადაღებებს დაშვების რეჟისორი ნილ მარშალი  უხელმძღვანელებს, რომელმაც 2012-2014 წლებში სამეფო კარის თამაშების 2 ეპიზოდზეც იმუშავა.

გადაღებები, სავარაუდოდ, სექტემბრიდან ბულგარეთსა და დიდ ბრიტანეთში დაიწყება. მაყურებელს კი ფილმის ნახვის შესაძლებლობა 2018 წელს ექნება.

Comments

comments