“ამერიკული საშინელებათა ისტორიის” მე-7 სეზონში კლოუნი ტვისტი ბრუნდება

“ამერიკული საშინელებათა ისტორია”: FREAK SHOW “Massacres and Matinees”- ეპიზოდი 402 (15 ოქტომბერი) ჯონ კეროლ ლინჩი კლოუნი ტვისტის როლში. CR: Michele K. Short/FX

ოთხი წლის წინ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეოთხე სეზონში – American Horror Story: Freak Show – საზარელი სერიული მკვლელი, კლოუნი ტვისტი გამოჩნდა. FX-ის გახმაურებული სერიალის მეშვიდე სეზონში  მას კიდევ ერთხელ (ან ბევრჯერ) ვიხილავთ.

მერფიმ ტვისტის ინსტაგრამზე დაპოსტა, რომ დაბრუნდება სწორედ ის შემაძრწუნებელი კლოუნი, რომელიც ჯონ კეროლ ლინჩმა განასახიერა და დენდის (ფინ უიტროკის) სისასტიკის შთამაგონებელი გახდა. ზუსტად არაა ცნობილი, რა სახით გამოჩნდება ტვისტი ახალ სეზონში, რომლის სიუჟეტიც, სავარაუდოდ 2016 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების თემაზეა აგებული. მე-7 სეზონში მონაწილეობას მიიღებენ სარა პოლსონი, ივან პიტერსი, ბილი ლურდი, ბილი აიხნერი, ჩეიენ ჯექსონი, ელსონ პილი, კოლტონ ჰეინესი და ადინა ჰოუარდი.

Comments

comments