Blade Runner 2049-ის საუნდტრეკს ჰანს ციმერი დაწერს

სულ რაღაც 2 თვე გვაშორების დანის პირზე მორბენალი 2049-ს პრემიერამდე, რომელშიც მთავარ როლებს ჰარისონ ფორდი და რაიან გოსლინგი ასრულებენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფილმის უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე მუშაობა სწორედ ახლა მიმდინარეობს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ შემოქმედებით ჯგუფს შეუერთდა კომპოზიტორი ჰანს ციმერი, რომელიც სამეცნიერი ფანტასტიკის სექველის საუნდტრეკებზე ბენჟამენ ვოლფიშთან და იოჰან იოჰანსონთან ერთად იმუშავებს.

თავდაპირველად, ფილმის მთავარ კომპოზიტორად მხოლოდ იოჰანსონი მოიაზრებოდა, თუმცა უცნობია, რატომ დადგა ციმერთან და ვოლფიშთან თანამშრომლობის საჭიროება.

ფილმის პრემიერა 6 ოქტომბერს გაიმართება. საინტერესოა, თუ რა შედეგს მოიტანს 3 კომპოზიტორის კოლაბორაცია.

 

Comments

comments