“ბუზთა ბატონის” ახლებურ ადაპტაციაში მთავარ როლებს ქალები ითამაშებენ

Copyright Rex Shutterstock 2016;40103545;2810;1890;1472672632;Wed, 31 Aug 2016 19:43:52 GMT;0

Warner Bros. საკულტო ნაწარმოების ფემინური ვერსიის გადაღებას იწყებს.

უილიამ გოლდინგის რომან “ბუზთა ბატონის” ახლებური ადაპტაციის ავტორები სკოტ მაკგეჰი და დევიდ სიგელი არიან.

“ბუზთა ბატონი” მოგვითხობს ამბავს უკაცრიელ კუნძულზე ავიაკატასტროფის შემდეგ მარტო დარჩენილ ბიჭებზე, რომლებიც გაველურდებიან და საკუთარი ტომის კანონებს შექმნიან. ადაპტაციაში კი პერსონაჟთა სქესი შეცვლილია და კუნძულზე მოხვედრილი ბავშვების საზოგადოება ამჯერად კოლეჯის მოსწავლე გოგონებისგან იქნება შემდგარი.

აქამდე ნაწარმოების ორი კინოვერსია არსებობდა — 1990 წელს ჰარი ჰუკის მიერ გადაღებული და პიტერ ბრუკის 1963 წლის ვერსია და ორივე წიგნის შინაარსს მიჰყვებოდა. თანამედროვე “ბუზთა ბატონი” ჰოლივუდის გენდერული როლების გადანაცვლების ახალ ტენდენციას (Splash, Dirty Rotten Scoundrels, Ocean’s 8) მიჰყვება და ცნობილ ისტორიას ქალური თვალთახედვით წარმოგვიდგენს.

ადაპტაციის ავტორებს, სიგელსა და მაკგეჰს, აქამდეც უთანამშრომლიათ 2012 წლის დრამაზე რა იცის მეისიმ

Comments

comments