ცნობილი გახდა ფილმის “ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი” კიდევ ერთი მსახიობის ვინაობა

დაახლოებით 1 წელი რჩება მანამდე, სანამ ჰარი პოტერის სამყაროს თაყვანისმცემლები ფილმის ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი სექველს ვიხილავთ.

რამდენიმე კვირის წინ პოტერმორმა გაგრძელებასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე გაეცნო. ახლახანს კი ცნობილი გახდა კიდევ ერთი მსახიობის ვინაობა ფილმის ქასთიდან.

დანიელ-იაპონელ მსახიობ დევიდ საკურაის მაყურებელი უკვე იცნობეს მარველის რკინის მუშტიდან, როულინგის ნოველის მიხედვით გადაღებულ ფილმში კი ის კრალის როლს შეასრულებს – ეს პერსონაჟი ბოროტი ჯადოქრის, გრინდელვალდის (ჯონი დეპი) სასტიკი და ამბიციური მომხრეა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა 2018 წლის 16 ნოემბერს შედგება.

Comments

comments