დაანონსდა სერიალ “ვიკინგების” მეექვსე სეზონი

ეს სიახლე ვიკინგების ერთგულ მაყურებელს ნამდვილად გაახარებს. მართალია, ჯერ სერიალის მეხუთე სეზონის პრემიერაც კი არ შემდგარა, თუმცა ტელეარხი History უკვე მეექვსეზე მუშაობას იწყებს.

20 ეპიზოდისგან შემდგარი სეზონის გადაღებები შემოდგომაზე, ირლანდიაში იგეგმება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთ სერიაზე ლაგერტას როლის შემსრულებელი ქეთრინ ვინიკი იმუშავებს და ეს მისი სარეჟისორო დებიუტი იქნება.

თუმცა მანამდე წინ მეხუთე სეზონი გველის, რომლის პირველი ნაწილსაც 29 ნოემბრიდან, მეორეს კი 2018 წლის განმავლობაში ვიხილავთ.

 

Comments

comments