ჟიურიმ საქართველოს სახელით ოსკარზე წარსადგენი საუკეთესო ფილმი შეარჩია

ოსკარის 90-ე საიუბილეო ცერემონიაზე წარსადგენი ქართული ფილმი საბოლოოდ დასახელდა. ქართველი კინოკრიტიკოსებისა და მსახიობებისგან შემდგარმა 9-კაციანმა ჟიურიმ დღეს საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც  2018 წლის 4 მარტს გასამართ ცერემონიაზე გასაგზავნი ნამუშევარის სტატუსი ანა ურუშაძის ფილმმა “საშიში დედა” მოიპოვა. ფილმის შერჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა და გამარჯვებული სურათი ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

 შეგახსენებთ, რომ “საშიში დედა” ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ფილმად დაასახელეს.

Comments

comments