ფილმის “გოგონა დრაკონის ტატუთი” ვარსკვლავი, მაიკლ ნიკვისტი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

შვედურ ფილმში გოგონა დრაკონის ტატუთი მაიკლ ბლუმკვისტის როლის შემსრულებელი, მსახიობი მაიკლ ნიკვისტი 56 წლის ასაკში, ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა.

შვედური თეატრისა და კინოს გარდა, ნიკვისტი ჰოლივუდშიც მოღვაწეობდა. მაყურებელს მისი სამსახიობო ოსტატობის ხილვა შეუძლია ისეთ ფილმებში, როგორებიცაა – კოლონია, ჯონ ვიკი, ფრენკი და ლოლა.

“არავის რჩებოდა შეუმჩნეველი მაიკლის შარმი და ქარიზმა, მის სიყვარულს ხელოვნების მიმართ გრძნობდა ყველა, ვისაც კი მასთან მუშაობის ბედნიერება ჰქონია“, – აცხადებენ ნიკვისტის ოჯახის წევრები. მსახიობს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

Comments

comments