First They Killed My Father – ანჯელინა ჯოლის პირველი დოკუმენტური ფილმი

First They Killed My Father – 2017 წლის ამერიკული ბიოგრაფიულ-ისტორიული ფილმია, რომლის რეჟისორი და სცენარისტი ანჯელია ჯოლია.

ფილმი ლუნგ უნგის (კამბოჯელი ადამიანთა უფლებების დამცველი და აქტივისტი) მძიმე და აუტანელი ცხოვრების მიმოხილვაა, რომელიც კიდევ უფრო კარგად და მძაფრად, მძიმედ გადმოსცემს როგორ ყოველდღიურობაში უწევდათ კამბოჯელ ბავშვებს ცხოვრება. ფილმის სცენარზე ანჯელინა ჯოლისთან ერთად ლუნგ უნგიც მუშაობდა.

“ლუნგი 15 წლის წინ გავიცანი და სცენარზე მუშაობა სწორედ მის გამო დავიწყე. ეს ფილმი მისთვის, მისი ოჯახისთვის და კამბოჯელი ადამიანებისთვისაა, ასევე ჩემი შვილისთვის, რომ იცოდეს – ვინ არის თვითონ და ვინ არიან მისი წარმომავლობის ადამიანები.”

“ეს ფილმი არ არის მხოლოდ ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ეს ფილმი კამბოჯელ ადამიანებზეა”

გთავაზობთ ფილმის თრეილერს

ასევე – რამდენიმე ფოტოს გადასაღები მოედნიდან

ფილმზე გადაღებები 2015 წელს დაიწყო და მაყურებელი მას 2017 წლის სექტემბერში იხილავს.

Comments

comments