ფოტოები: რაიან რეინოლდსი და ჯეიკ ჯილენჰოლი ნიუ-იორკში ერთად ისვენებენ

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი ძმაკაცები ნიუ-იორკში შენიშნეს. რაიან რეინოლდსი და ჯეიკ ჯილენჰოლი 2017 წლის მარტში დაახლოვდნენ სიცოცხლის გადაღებებზე და მას შემდეგ მათი ურთიერთობა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ვარსკვლავურ სამყაროში ცნობილი გოგონები ხშირად გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ თბილ დამოკიდებულებას, თუმცა მამაკაცების მხრიდან ერთმანეთთან მეგობრობაზე გაკეთებული განცხადებები იშვიათია. ჯეიკის და რაიანის ურთიერთობა განსაკუთრებული სწორედ ამიტომაა, ისინი ერთმანეთთან მეგობრობის გასაჯაროებას არ ერიდებიან და სატელევიზიო შოუების პირდაპირ ეთერშიც კი ურეკავენ ერთმანეთს.

ამჯერად რაიან რეინოლდსი ჯეიკის ქალაქს ესტუმრა ბლეიკ ლაივლის ახალი ფილმის პრემიერაზე დასასწრებად. სანამ მისი მეუღლე მთელი ნიუ-იორკის მასშტაბით პრესკონფერენციებზე დასწრებით იყო დაკავებული, რაიანმა გადაწყვიტა თავისუფალი დრო სწორედ ჯეიკთან ერთად გაეტარებინა:

 

Comments

comments