გაირკვა, როდის გამოვა Frozen 2 ეკრანებზე

“გუშინ მივიღე შეტყობინება იმის შესახებ, რომ რამდენიმე კვირაში ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობას ვიწყებთ!” – განაცხადა მსახიობმა ჯონათან გროფმა, რომელიც ყველასათვის საყვარელ ანიმაციურ ფილმში Frozen კრისტოფს ახმოვანებს.

ჯერჯერობით სიუჟეტი გასაიდუმლოებულია, რომლის შესახებაც არა მხოლოდ მაყურებელმა, მსახიობმაც კი არაფერი იცის, თუმცა ის ნამდვილად ბედნიერი ჩანს იმ ფაქტით, რომ კვლავ მიეცემა Frozen-ის სულისჩამდგმელ ოთხეულთან ერთად მუშაობის საშუალება.

“ძალიან მიხარია, რომ კვლავ ამ საქმეში ვარ და მიწევს შესანიშნავ შემოქმედებით გუნდთან თანამშრომლობა. მე ძალიან მიყვარს ისინი!” – ასეთი აღტაცებით გროფი ფილმის რეჟისორებზე, ჯენიფერ ლისა და კრის ბაკზე, და კომპოზიტორებზე, რობერტ ლოპესსა და კრისტენ ანდერსონ-ლოპესზე საუბრობს.

Frozen-ის პრემიერა კინოეკრანებზე 2019 წლის 27 ნოემბერს შედგება.

Comments

comments