“მე გადავცურე ენგური” – დაბრუნება ბავშვობაში, რომელიც ომს უფრო ჰგავს, ვიდრე მშვიდობას

“ოთხი წლის ვიყავი, როდესაც ჩემი სახლიდან გამომაგდეს. ამ დროიდან დღემდე ჩემზე თქმული ყველა ამბავი, ყველა ენაზე იწყება ამით.

ვიღაცამ არც იფიქრა, ისე გამწირა სამუდამო ომისთვის. ამ დღიდან დღემდე ვეძებ სახლს და ძალას, შევწყვიტო ომი!”

დოკუმენტური ფილმის “მე გადავცურე ენგური” სცენარისტი და რეჟისორი ანუნა ბუკიაა, რომელიც ფილმში ჩატეულ შეგრძნებებს, ემოციებს და დიდ ტკივილს, საკუთარი ისტორიით გვიყვება.

ფილმი ახალგაზრდა ქალზეა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას იპოვოს სახლი, რომელიც ომმა ძალიან პატარა, 4 წლის ასაკში დააკარგვინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა, ყველაზე მძიმე ბარიერი კი მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია.

როგორი შეგრძნებაა, როცა 24 წლის შემდეგ ისევ იმ ადგილს უყურებ, სადაც შენი ისტორია დაიწყო? შედეგი ომს უფრო ჰგავს ვიდრე მშვიდობას.

ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ოკუპაცია იქცეს ადამიანებისთვის მძიმე დაღად და სამუდამოდ გააქროს სახლის და სიმშვიდის შეგრძნება.

მე გადავცურე ენგური

27 სექტემბერი, 18:30 – კინოთეატრი რუსთაველი #მეგადავცურეენგური ბილეთები: https://goo.gl/BrQCcj

Posted by მე გადავცურე ენგური • I Swam Enguri on 2017 წლის 19 სექტემბერი, სამშაბათი

ეს არის ფილმი ბავშვობაზე, დაბრუნებაზე, დიდ ტკივილზე და ენითგამოუხატავ ემოციებზე, ბრაზზე, სინანულზე და სურვილზე, რომ ეს ომი, რომელიც უკვე წლებია ჩვენს გრძნობებში იჭრება და რომელსაც ბოლო აღარ უჩანს, ოდესმე დასრულდეს.

ფილმის პრემიერა რუსთაველის თეატრში 27 სექტემბერს შედგება.

Comments

comments