“სამეფო კარის თამაშების” რეჟისორი ჯონისა და დენის სექსის დეტალებს გვიმხელს

“სამეფო კარის თამაშების” მე-7 სეზონის ფინალური სერიის რეჟისორმა ჯერემი პოდესვამ ერთ-ერთ ინტერვიუში სერიის ერთ-ერთი საკვანძო მომენტის — ჯონ სნოუსა და დენერის ტარგარიენის სასიყვარულო სცენის გადაღების დეტალებზე ისაუბრა.

“ჯონის და დენის სცენაში პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მათი სექსი არ ყოფილიყო გამაღიზიანებელი, არამედ გარკვეული ქვეტექსტის მატარებელი. ის ძალიან მარტივად გადავიღეთ: ერთი გადაღება დადგმული კამერით გვერდიდან და შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი, საშუალო სიშორის კადრები მათ სახეებზე. ერთი გადაღება ზემოდან — როცა დენი ჯონს შესცქერის, მეორე კი ქვემოდან — როცა ჯონი დაჰყურებს დენერისს. განსაკუთრებული სექსუალური სცენის გადაღება არ გვინდოდა — ისინი ერთხელ მიეცნენ სიყვარულს, ამბავიც ესაა. სცენის გახანგრძლივებისთვის მიზეზი არ გვქონია”.

სწორედ ამიტომ ჩათვალა მაყურებელმა სცენა საკმაოდ ბანალურად, მით უმეტეს, თუ GoT -ის სექსსცენების მრავალფეროვნებას გავითვალისწინებთ.

“ცალკე რეალობაა და ცალკეა ამბავი, რაც მათ თვალებში ხდება, — დასძინა პოდესვამ, — მათ შორის უსიტყვო თანხმობაა, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს თავისი რაღაც ნაწილი ეუბნება, ეს არ უნდა გააკეთონ. მაგრამ ისინი თავს ვერ ეწინააღმდეგებიან. დენერისს და ჯონს თითქოს ბედისწერა ეწევა ერთიმეორისკენ და ამ მიზიდულობას წინ ვერ აღუდგებიან”.

Comments

comments