ვიდეო “სამეფო კარის თამაშების” ფინალური ეპიზოდის გადასაღები მოედნიდან

სამწუხაროდ, მე-7 სერიით დასრულდა სამეფო თამაშების მე-7 სეზონი და ფანები უკვე სულმოუთქმელად ელიან მორიგს. მე-7 სეზონი სკანდალური და ყოვლისმომცველი (ჰაკერების მიერ ეპიზოდებისა და სცენარების წინასწარ გავრცელება, მაყურებლების უპრეცედენტო რაოდენობა) გამოდგა და სერიალს ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუს სახელი გაუმყარა.

HBO-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელიც მე-7 ეპიზოდის გადაღების პერიპერტიებს ასახავს, მაყურებლებს საყვარელ პერსონაჟებთან შეხვედრის დამატებით საშუალებას აძლევს და გვიჩვენებს, რა დიდი განსხვავებაა ფილმსა და სინამდვილეს შორის. “ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ”, — ამბობს პიტერ დინკლეიჯი და ამ ვიდეოს ნახვა ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს. გუნდურობა აშკარად მნიშვნელოვანია GoT-ის კოლექტივისთვის, სუპერპროფესიონალურად შეასრულოს თავისი საქმე და მიიღოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი.

 

Comments

comments