გარი ოლდმანი უინსტონ ჩერჩილს განასახიერებს

გამოქვეყნდა “უბნელესი საათის” ტრეილერი, რომელშიც უინსტონ ჩერჩილის როლში შოკისმომგვრელად გარდასახულ გარი ოლდმანს ვიხილავთ.

უინსტონ ჩერჩილის როლი, ჩანს, კინოპრემიების მომტან იღბლიან ბილეთად იქცა. დიდი Netflix-ის სერიალ გვირგვინში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის როლზე ჯონ ლითგოუს სერიოზული განაცხადის შემდეგ, ჩერჩილის როლს გარი ოლდმანი ირგებს. და საოცრადაც, რაც მსახიობის ფანებს იმედს აძლევს, რომ ოლდმანი ბოლოს და ბოლოს დამსახურებულ ოსკარს მიიღებს. ამ როლში ყველაფერია, რაც ოსკარის ნომინაციისთვის გამოდგება: გამოჩენილი ისტორიული ფიგურაც და შთამბეჭდავი ფიზიკური ტრანსფორმაციაც. მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ოლდმანი ოსკარზე უკვე წარდგენილი იყო 2012 წელს ფილმისთვის მოშორდი, ჯაშუშო!

ფილმის ოფიციალურ სინოფსისში ვკითხულობთ: “დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევისთანავე უინსტონ ჩერჩილი ყველაზე მნიშვნელოვანი და დრამატული მოვლენების ეპიცენტრში მოექცა. ნაცისტურ გერმანიასთან დაპირისპირების პარალელურად საკუთარი იდეალების – თავისუფლებისა და ერთა შორის მშვიდობისთვის ბრძოლა ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. დასავლეთ ევროპის დაპყრობა ჰიტლერის მიერ, სკეპტიკური და ხალხთან გაუცხოებული მეფე, საკუთარი პარტიის დაპირისპირება – ეს ყველაფერი ჩერჩილის უბნელესი საათია.

“უბნელესი საათი” ოსკაროსანი რეჟისორის ჯო რაიტის პირველი ფილმია პენის შემდეგ. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია მონანიება, სიამაყე და ცრურწმენა, ანა კარენინა (მთავარ როლში – კაირა ნაითლი). ახალ ფილმში რეჟისორმა მეფე ჯორჯ VI-ის როლზე ბენ მენდელსონი მიიწვია.

“უბნელესი საათის” პრემიერას კინოთეატრებში 22 ნოემბრისთვის ელიან.

მანამდე კი დატკბით პირველი ტრეილერით:

 

 

Comments

comments