ჰაკერებმა HBO-ს სერვერი გატეხეს და GOT-ის შემდეგი სერიის სცენარს ინტერნეტში ავრცელებენ

სულ რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ HBO კიბერ თავდასხმის მსხვერპლი გახდა. უცნობმა ჰაკერებმა სერვერიდან მიმდინარე სერიალების მოთამაშეები და ოთახი 104-ის მომავალი სერიები, ასევე სამეფო კარის თამაშების მომდევნო სერიის სკრიპტი მოიპარეს და ინტერნეტში გაავრცელეს.

“ჩვენ უკვე დავიწყეთ გამოძიებასთან თანამშრომლობა. მონაცემების დაცვა HBO-ს პირველი პრიორიტეტია” – აღნიშნავს კომპანია პირველ ოფიციალურ განცხადებაში, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ჰაკერებს ხელთ არა მხოლოდ მომავალი სერიები, არამედ HBO-ს თანამშრომლების ფინანსური და პერსონალური მონაცემებიც ჩაუვარდათ.

2014 წელს მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა Sony-ზეც, თუმცა, ჰაკერები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ HBO-ს დანაკარგი ბევრად უფრო დიდია და საუბარია დაახლოებით 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემებზე.

 

Comments

comments