“ჰარი პოტერის” მსახიობი რობერტ ჰარდი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი, ტელესერიალ All Creatures Great and Small-ისა და Harry Potter-ის ფილმების ვარსკვლავი რობერტ ჰარდი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რობერტ ჰარდი ბრიტანეთში ცნობილი თეატრის, ტელევიზიისა და კინოს მსახიობი იყო. მისი კარიერა 70 წელზე მეტს ითვლის. მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ როლად შეიძლება ჩაითვალოს ვეტერინარი ზიგფრიდ ჰარნონი ბრიტანული ტელესერიალიდან – All Creatures Great and Small, და მაგიის მინისტრი კორნელიუს ფაჯი ჰარი პოტერის რამდენიმე ფილმიდან.

ინგლისში, ჩელტენჰემში 1925 წელს დაბადებული ჰარდის სამსახიობო კარიერა თეატრის სცენაზე დაიწყო, 70-იან წლებში კი ტელევიზიის ეკრანებზე გადაინაცვლა. იგი ერთ-ერთია იმ იშვიათ მსახიობთაგან, რომლებსაც უთამაშიათ უინსტონ ჩერჩილის როლი.

მსახიობის გარდაცვალებას ტვიტერზე გამოეხმაურა ჯ.კ. როულინგი და აღნიშნა, რომ ჰარდი უნიჭიერესი მსახიობი იყო და ყველას, ვისაც პოტერიადას გადაღებისას მასთან უმუშავია, ზალიან უყვარდა იგი.

Comments

comments