The Haunting – ახალი, ძალიან საშიში სერიალი მოჩვენებებზე

როგორც ცნობილია, Netflix-ზე მალე ვიხილავთ სტივენ კინგის რომანის, “გერალდის თამაშის” რეჟისორ მაიკ ფლენაგანისეულ ადაპტაციას. მაგრამ ჰორორ ფილმებში ნაყოფიერად მოღვაწე რეჟისორი უკვე კომპანიის მორიგ პროექტზე იწყებს მუშაობას — ესაა შირლი ჯექსონის კლასიკური საშინელებათა ნაწარმოების “ჰილ ჰაუსის მოჩვენების” ტელეადაპტაცია.

“გადაღებას ოქტომბერში ვიწყებთ, – განაცხადა რეჟისორმა, – ბევრს ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, რადგან მაყურებელს ბევრი გასაოცარი რამ ელოდებათ. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია, პერსონაჟებზე განსაკუთრებული მუშაობაა საჭირო”.

და რამდენად საშიში იქნება ის?

“შიშისგან სუნთქვა შეგეკვრებათ, – გვარწმუნებს ფლენეგანი, – ვფიქრობ, ასეთი საშიში ჯერ არაფერი გადამიღია”.

არსებობს ჯექსონის წიგნის სხვა კინოადაპტაციები: ჯერ კიდევ 1963 წელს გამოსული, რეჟისორ რობერტ ვაიზის გადაღებული The Haunting და ჟან-დე ფონ შეფერდედის მიერ 1999-ში გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი ლიამ ნისონის, ქეთრინ ზეტა-ჯონსისა და ოუენ უილსონის მონაწილეობით.

 

Comments

comments