ჯასტინ ტერუ Netflix-ის სერიალ “მანიაკში” ემა სტოუნთან და ჯონა ჰილთან ერთად ითამაშებს

Video available Mandatory Credit: Photo by REX/Shutterstock (5581713aa) Justin Theroux 'Zoolander No.2' film premiere, London, Britain - 04 Feb 2016

ჯასტინ ტერუ ტელესივრცეს დიდი ხნით არ ჩამოშორდა. მიტოვებულების ვარსკვლავი ამჯერად ემა სტოუნთან და ჯონა ჰილთან ერთად ნეტფლიქსის ახალ სერიალ “მანიაკში” ითამაშებს, რომელიც ნამდვილი დეტექტივის პირველი სეზონის რეჟისორი კერი ფუკუნაგა იქნება.

“მანიაკი” 10-ეპიზოდიანი დრამაა, რომელიც 2014 წლის ნორვეგიულ სერიალს ეფუძნება. ჰილისა და სტოუნის პერსონაჟები სულიერად დაავადებულთა კლინიკის პაციენტები არიან და თავიანთ გამოგონილ სამყაროებში ცხოვრობენ, ტერუ კი ჯეიმს მანტლერის – ლოთი და გაუწონასწორებელი მეცნიერის როლს შეასრულებს. ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არაა.

ფუკუნაგამ სერიალზე მუშაობა უკვე დაიწყო Paramount TV-სა და Anonymous Content-ის პროდიუსერობით. ეს პროექტი ტერუს მონაწილეობით Netflix-ის მეორე ტელეშოუ იქნება. მსახიობი ასევე მონაწილეობს საი-ფაი თრილერ Mute-ში, რომლის გამოსვლა წელს არის დაანონსებული.

Comments

comments