ჯენიფერ ლოურენსი და დარენ არანოვსკი ერთმანეთისთვის კომპლიმენტებს არ იშურებენ (+ იშვიათი ერთობლივი ფოტო)

Mandatory Credit: Photo by Matt Baron/Shutterstock (9058114t) Jennifer Lawrence and Darren Aronofsky 'Mother!' film premiere, New York, USA - 13 Sep 2017

დაახლოებით ერთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში ჯენიფერ ლოურენსი და მისი ახალი ფილმის (დედა!) რეჟისორი დარენ არანოვსკი ყველანაირად არიდებდნენ თავს თბილი ურთიერთდამოკიდებულების გამოვლენას. ოთხშაბათ საღამოს ნიუ-იორკში გამართულ პრემიერაზე 27 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა ჟურნალ PEOPLE-თან განაცხადა, რომ აღტაცებულია არანოვსკისთან მუშაობით — ადამიანთან, რომელიც საზღვრების დარღვევას არ ერიდება.

“სწორედ ესაა, რაც მასში ყოველთვის მიყვარდა. მე მისი ნამუშევრების ფანი ვარ. მიმაჩნია, რომ ძალიან უშიშარია, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მე წარმომიდგენია” — ამბობს ჯენიფერი.

არანოვსკიც აღფრთოვანებული ჩანს თავისი ვარსკვლავითა და პარტნიორით. 48 წლის რეჟისორმა იმავე ჟურნალს უთხრა, რომ ლოურენსის ნიჭი მას აოცებს:

“საერთოდ არაა საჭირო ჯენის წაქეზება, ის ყოველთვის ხვდება, რა წარმოუდგენია რეჟისორს და ჯიქურ მიიწევს იქით. ასევე იცის, როდის გაჩერდეს. ‘ჰეი, მეტი აქ აღარ გვინდა’ — იტყვის და მართალია… მის ნიჭს საზღვარი არ აქვს. ემოციების ქარიშხალი, ტორნადო და მიწისძვრაა, რომელსაც ხანდახან უნდა მოერიდო”.

რეჟისორმა იქვე დასძინა, რომ არც კი ფიქრობდა, თუ ლოურენსი მის ფილმში გადაღებას დათანხმდებოდა.

სახელგანთქმული მსახიობისა და რეჟისორი აქამდე იშვიათად იღებდნენ ერთობლივ ფოტოებს, ფილმის წარდგენაზე კი ბოლოს და ბოლოს გვერდიგვერდ ვიხილეთ:

ჯენიფერ ლოურენსი და დარენ არანოვსკი ფილმის – დედა! – პრემიერაზე ნიუ-იორკში. 13 სექტემბერი, 2017. Matt Baron/Shutterstock

განსხვავებით ფიზიკური სიახლოვის ჩვენებისა, ლოურენსი არ ერიდებოდა რეჟისორთან საკუთარი პროფესიული დამოკიდებულების შესახებ საუბარს. ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე მან არანოვსკის “გამბედავი და მამაცი” უწოდა. “გულში უკვე “კი” მქონდა ნათქვამი, სანამ სცენარის კითხვას დავიწყებდი, — თქვა ოსკაროსანმა მსახიობმა, — მან იდეა გამაცნო და ვიფიქრე, რომ დიდებული, უნიკალური გამოწვევა იყო. წლების განმავლობაში მისი ფანი ვიყავი, ყოველთვის უშიშარ რეჟისორად მიმაჩნდა. ამიტომ, იდეის დონეზე მოვიწონე. სცენარი როცა წავიკითხე, შორს მოვისროლე და ვუთხარი, რომ გვარიანი ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მაგრამ შედევრი იყო”.

ფილმში შუახნის პოეტსა (ხავიერ ბარდემი) და მის ახალგაზრდა ცოლს განმარტოებით მდგარ სახლში (ჯენიფერ ლოურენსი) იდუმალი სტუმრები (მიშელ პფაიფერი და ედ ჰარისი) ეწვევიან. არანოვსკისა და ლოურენსის ერთობლივი ნამუშევარი შეგიძლიათ უკვე ჩვენს კინოეატრებშიც იხილოთ.

Comments

comments