ლუი სიქეი გვიმხელს, რატომ ვეღარ ვიხილავთ “ლუის” შემდეგ სეზონს

ნიუ-იორკელი კომიკოსის, ლუი სი ქეის სერიალი ლუი 2010-დან 2015 წლამდე, 5 სეზონის განმავლობაში ახალისებდა მაყურებელს. ბოლო ეპიზოდის გამოსვლიდან უკვე 2 წელი გავიდა, თუმცა შოუს ბედი ჯერაც გაურკვეველია.

მართალია, ლუი ძალიან დაკავებულია და ბევრ პროექტზე მუშაობს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს სულაც არ ყოფილა შოუს შეჩერების მთავარი მიზეზი.

“სერიალის ნაცნობი ფორმით გაგრძელებაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. მე აღარ ვარ ის დასვრილმაისურიანი კაცი, რომელსაც ვთამაშობდი. ჩემი ბავშვებიც გაიზარდნენ,” – აცხადებს იუმორისტი.

თუ თქვენ სერიალი ლუი ძალიან გენატრებათ, გირჩევთ ლუის შექმნილ კიდევ ერთ კარგ სერიალს, Better Things-ს უყუროთ.

Comments

comments