ჯოკერისა და ჰარლი ქუინის სიყვარულზე ფილმს გადაიღებენ

ჯარედ ლეტო და მარგო რობი ჯოკერისა და ჰარლი ქუინის როლებით ბრუნდებიან.

ვარსკვლავურმა დუეტმა პირველად ეს პერსონაჟები თვითმკვლელთა რაზმში განასახიერა. ახლა კი დროა მათი სიყვარულის ისტორია დამოუკიდებელი ფილმი მიეძღვნას, რომელზეც სერიალის ეს ჩვენ ვართ და ფილმ სულელი, უაზრო სიყვარულის შემოქმედებითი ჯგუფი იმუშავებს.

წინასწარი ინფორმაციით, ფილმი კრიმინალური სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. როგორც ამბობენ “ეს იქნება როდესაც ჰარი შეხვდა სალის, ოღონდ ბენზედრინის ზემოქმედების ქვეშ.”

ფილმზე მუშაობა თვითმკვლელთა რაზმის სექველის გადაღების შემდეგ დაიწყება.

Comments

comments