ჯოზეფ გორდონ-ლევიტის კამეო “უკანასკნელ ჯედაიში”

ცნობილი გახდა, რომ Star Wars-ის ახალ ეპიზოდში (The Last Jedi), რომელიც დეკემბრისთვის გამოდის, რეჟისორმა ჯოზეფ გორდონ-ლევიტი პერსონაჟად შემოიყვანა. იაპონიაში გამართული პრომო-ღონისძიების პარალელურად რაიან ჯონსონმა Star Wars Net-ის საშუალებით განაცხადა, რომ გორდონ-ლევიტი (რომელიც მის მიერ გადაღებულ სამ ფილმში მონაწილეობს), “უკანასკნელ ჯედაიში” გამოჩნდება.

შესაძლოა, მისი ხმით ისაუბროს ციფრული ტექნოლოგიით შექმნილმა ერთ-ერთმა პერსონაჟმა (როგორც საიმონ პეგი იყო “ძალის გამოღვიძებაში”) ან სულაც დენიელ კრეიგივით შტორმტრუპერის როლი მოირგოს.

როგორც ცნობილია, ჭორები დადიოდა ახალ ეპიზოდში ტომ ჰარდის, ჯასტინ ტერუს, “განდევნილის” რეჟისორ გარეთ ედვარდსის, პრინც უილიამისა და ჰარის მონაწილეობაზეც. ასე რომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ, გორდონ-ლევიტის ხმა არ გამოგვეპაროს.

ფრენჩაიზისთვის უფრო მნიშვნელოვანია საკითხი, კვლავ იქნება თუ არა ჯონსონი შემდეგი ეპიზოდების რეჟისორი. მისი თქმით, მთელი ყურადღება ამჟამინდელ ეპიზოდზე აქვს მიმართული და ვერ იტყვის, მე-9 ეპიზოდს თავად გადაიღებს თუ არა. “ჩემ მიერ მე-9 ეპიზოდის გადაღებაგეგმაში არ ყოფილა” — რეჟისორის ამ ნათქვამს იაპონური საიტი Star Wars Web Blog-ი ავრცელებს.

მანამდე კი ფანებს ისღა დარჩენიათ, 15 დეკემბერს და “უკანასკნელ ჯედაიში” მორიგ ცნობილ სახეს (ან თუნდაც მხოლოდ ხმას) ელოდონ.

 

Comments

comments