კადრი ფილმიდან “სქესთა ბრძოლა”: ემა სტოუნი და სტივ კარელი მატჩისთვის მზად არიან

ეს ბილი ჯინ კინგისა და ბობი რიგსის ისტორიული, 1973 წლის ივლისში გამართულ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე გადაღებული ფოტოა — სწორედ მაშინ დაანონსდა ცნობილი საჩოგბურთო მატჩი ქალსა და მამაკაცს შორის.

ამ ამბის კინოადაპტაციას, ფილმს სქესთა ბრძოლა, რომელიც ჯონათან დეიტონმა და ვალერი ფერისმა გადაიღეს, ამჟამად ტორონტოს კინოფესტივალზე უჩვენებენ, ოფიციალური პრემიერა კი 22 სექტემბერს, აშშ-ში შედგება. სულ ახლახან Fox Searchlight-მა გამოაქვეყნა კადრი ფილმიდან, რომელშიც ემა სტოუნი და სტივ კარელი სახელგანთქმულ სპორტსმენებს განასახიერებენ. კადრი 1973 წლის ისტორიულ პრესკონფერენციას ასახავს, რომელზეც მეორე ნომრად დასახელებულმა ქალმა ჩოგბურთელმა ბილი ჯინ კინგმა კორტზე უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონი ბობი რიგსი გამოიწვია.

70-იანი წლების სექსუალური რევოლუციისა და ფემინისტური მოძრაობის ახალი ტალღის ფონზე სქესთა ბრძოლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია — ის დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტულ მოვლენად ითვლება, რომელსაც მაყურებლების სარეკორდო რაოდენობამ უყურა.

იხილეთ ფილმ სქესთა ბრძოლის ოფიციალური თრეილერი:

 

Comments

comments