კრის ფაინი ახალ სერიალში ბობი კენედის როლს შეასრულებს

ვარსკვლავური გზის მსახიობი კრის ფაინი პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმის, რობერტის როლს შეასრულებს ახალ სერიალში, რომელსაც HULU ლარი ტაის ბიოგრაფიული ნაწარმოების “ბობი კენედი: ლიბერალური ხატის შექმნა” მიხედვით გადაიღებს.

შეიძლება ითქვას, რომ მსახიობი კარიერის ზენიტში იმყოფება – მან სულ ახლახანს ითამაშა ჰიტად ქცეულ Wonder Woman-ში, მანამდე კი შესანიშნავად შეასრულა თავისი როლი კრიტიკოსებისაგან აღიარებულ ფილმში ნებისმიერ ფასად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ HULU-სთვის ეს პირველი პროექტი არ არის, რომელიც კენედების გვარს უკავშირდება – გასულ წელს მაყურებელმა უკვე იხილა 11.22.63  ჯეიმს ფრანკოს მონაწილეობით. სერიალი თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებ კაცზე მოგვითხრობს, რომელიც დროში მოგზაურობს, რათა პრეზიდენტის მკვლელობა შეაჩეროს.

 

Comments

comments