ლეონარდო დიკაპრიო ახალ ბიოგრაფიულ ფილმში ლეონარდო და ვინჩის განასახიერებს

ლეონარდო დიკაპრიომ სულ ახლახან შვიდნიშნა კონტრაქტი გააფორმა პარამაუნთთან. მსახიობი ახალ ბიოგრაფიულ დრამაში ლეონარდო და ვინჩის როლს შეასრულებს. ფილმი ვოლტერ ისააკსონის წიგნზეა დაფუძნებული და და ვინჩის ჩანაწერებზე მოგვითხრობს.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ მსახიობს დედამ სწორედ გენიალური მეცნიერისა და მხატვრის საპატივსაცემოდ დაარქვა ლეონარდო, ასე რომ, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ოსკაროსანი ვარსკვლავი როლში შესასვლელად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.

Comments

comments