ლუის სიქეის საიდუმლო ფილმი “მიყვარხარ, მამიკო” 5 მილიონ დოლარად გაიყიდა

კინოსადისტრიბუციო კომპანია Orchard-მა ლუის სიქეის ფილმი მიყვარხარ, მამიკო 5 მილიონ დოლარად შეიძინა.

მძიმე და შავ-თეთრი კომედია კომიკოსმა სრულიად საიდუმლოდ გადაიღო. მისი პრემიერა კი ყოველგვარი გაფრთხილებისა თუ ანონსის გარეშე ტორონტოს ფესტივალზე შედგა.

სიუჟეტი მოგვითხრობს წარმატებული ტელესცენარისტის შესახებ, რომლის ქალიშვილიც (ქლოე მორეცი) ხანში შესული კინორეჟისორის (ჯონ მალკოვიჩი) აკვიატებად იქცევა.

სიქეის იუმორი, დამაინტრიგებელი ფაბულა და შესანიშნავი სამსახიობო ანსამბლი გასაიდუმლოებულ პროექტს კიდევ უფრო მეტ ინტერესს სძენს და, იედი გვაქვს, მაყურებელს უახლოეს მომავალში მიეცემა მისი ხილვის საშუალება.

Comments

comments