ოფიციალურად: მერილ სტრიპს “დიდი პატარა ტყუილების” მე-2 სეზონში ვიხილავთ

თუ აქამდე ფიქრობდით, რომ შეუძლებელი იყო Big Little Lies იმაზე სრულყოფილი გამხდარიყო, ვიდრე ახლაა, ეს სიახლე საპირისპიროში დაგარწმუნებთ: პოპულარული სერიალის მე-2 სეზონს თვით მერილ სტრიპი უერთდება!

ამ სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ HBO-მ სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად განაცხადა:

სტრიპი პერი რაიტის (ალექსანდრ სკარშგორდი) – სელესტის (კიდმანი) ტირანი ქმრის დედის როლს შეასრულებს. სერიალის მოყვარულებს მოეხსენებათ, რომ სკარშგორდის პერსონაჟს (სპოილერი!) პირველი სეზონის ბოლოს კლავენ.

The Hollywood Reporter-ის თანახმად, მერილ სტრიპის პერსონაჟი მერი ლუიზი შვილიშვილებზე ზრუნვის მიზნით ჩადის მონტერეიში და შვილის სიკვდილის მიზეზების დადგენასაც ცდილობს.

მეორე სეზონში ალექსანდრ სკარშგორდი კვლავ გამოჩნდება, სამსახიობო გუნდის სხვა წევრებზე კი ჯერ დაზუსტებით არაფერია ცნობილი. ახალ სეზონში 7 ეპიზოდი იქნება, რომელთა სცენარი უკვე დაწერა პირველი სეზონის სცენარისტმა დევიდ ე. კელიმ. ლაიან მორიარტი – ავტორი რომანისა, რომლის მიხედვითაც გადაიღეს პირველი სეზონი, კელისთან აქტიურად თანამშრომლობდა.

ახალ სეზონს ანდრეა არნოლდი გადაიღებს, ის პირველი სეზონის რეჟისორ ჟან-მარკ ვალის ჩაანაცვლებს.

როდის გავა ეთერში მეორე სეზონი, ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა ცხადია, რომ აღნიშნული სიახლის გათვალისწინებით, კიდევ უფრო საინტერესო სეზონს უნდა ველოდეთ.

Comments

comments