პირველი ფოტოები ჯორჯ კლუნისა და ძმებ კოენების ფილმიდან “გარეუბანი”

მეთ დეიმონი, ჯულიანა მური და ოსკარ აიზეკი – ეს ჯორჯ კლუნის  ახალი ფილმის “გარეუბნის” ვარსკვლავური ქასთია. გრავიტაციისა და ოუშენის თერთმეტი მეგობრის ვარსკვლავისათვის ეს მეექვსე რეჟისორული ნამუშევარია, რომლის სცენარიც ძმებ კოენებს, ეთანსა და ჯოელს ეკუთვნით.

ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს წყნარი გარეუბნის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით იდეალური ადგილია საცხოვრებლად, თუმცა საინტერესოა რა საიდუმლოები იმალება ამ ფასადური სიმშვიდის მიღმა.

ფილმი უკვე აჩვენეს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, მაყურებელს კი მისი ხილვა კინოთეატრებში 27 ოქტომბრიდან შეეძლება.

 

Comments

comments