“პირველი მოთამაშე, მოემზადე!” – სტივენ სპილბერგი ბესტსელერის ეკრანიზაციას გადაიღებს

 

სტივენ სპილბერგი ერნესტ კლაინის გახმაურებული წიგნის პირველი მოთამაშე, მოემზადე! ეკრანიზაციას გადაიღებს. კომიკ-კონზე მაყურებელმა ფილმის პირველი თიზერი იხილა.

ფილმის სიუჟეტი უახლოეს მომავალში ვითარდება. რეალურ სამყაროს მიმზიდველობა უკვე დაკარგული აქვს, თუმცა ადამიანებს შეუძლიათ, ვირტუალურ ოაზისში გადაინაცვლონ: იცხოვრონ, ირბინონ, იფრინონ და ყველა სურვილი აიხდინონ. თინეიჯერი ვეიდ ვოტსი სიამოვნებით ატარებს დროს ვირტუალურ სამყაროში და სხვა “მოთამაშეების” მსგავსად, მასაც უნდა იმ 3 გასაღების პოვნა, რომლებიც თამაშის შემქმნელებმა ოაზისში გადამალეს.

ფილმი სავსე იქნება 80-იანი წლების პოპკულტურის ელემენტებით და ვიხილავთ ჩვენი ბავშვობის გმირს, რკინის გოლიათსაც.

ფილმის პრემიერა 2018 წლის 29 მარტს შედგება.

 

Comments

comments