ქართული ფილმი “8 წუთი” რუმინეთის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა!

ქართული ფილმი 8 წუთი რუმინეთის საერთაშორისო ფესტივალის SHORT TO THE POINT გამარჯვებული გახდა. ფილმმა მთავარ ნომინაციაში – საუკეთესო ფილმი გაიმარჯვა. უახლოეს დღეებში ფილმს რუმინეთისა და გერმანიის კინო-თეატრებში უჩვენებენ. 8 წუთი Sibler Films-ის სადებიუტო პროექტი და პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმია.

Sibler Films აერთიანებს ახალგაზრდა რეჟისორებს (გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი), სცენარისტებს (მარი ბექაური, ზაზა კოშკაძე) და პროდიუსერებს (გეგა ხმალაძე, მაგდა დათუაშვილი), რომელთაც გასულ წელს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალსა და ეროვნული კინოცენტრის კონკურსზეც გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ფილმი საფესტივალო ცხოვრებას აჭარანეტის ფინანსური მხარდაჭერით შეუდგა.

Comments

comments