რა როლი ექნება ნიკოლ კიდმანს “აქუამენში”

ნიკოლ კიდმანი ახლახან დაბრუნდა ავსტრალის საკურორტო ქალაქ გოლდ-კოსტიდან და ჯეიმს ვანის Aquaman-ში გადაღებები გააგრძელა. როგორც ცნობილია, მსახიობი DC-ის მორიგ სუპერგმირულ ფილმში დედოფალ ატლანას როლს ასრულებს. ვარსკვლავი საკმაოდ გახარებული ჩანს სამუშაოზე დაბრუნებით.

ამჟამად მსახიობი ტორონტოს კინოფესტივალზე იმყოფება ფილმ Killing of a Sacred Deer-ის წარდგენაზე. Hollywood Reporter-თან ინტერვიუში მან “აქუამენზეც” ისაუბრა და ცოტათი ფილმის შინაარსიც კი დაასპოილერა: მისი თქმით, მოსწონს დიდებული დედოფლის როლი, ერთ ეპიზოდში კი სისხლიან კლდეზე თმაგაშლილი იქნება გაწოლილი.

მისი ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ სავარაუდოდ დედოფალ ატლანას დიდი და მძიმე ბრძოლა მოუწევს მტრების დასამარცხებლად. კომიქსში ატლანა საკუთარ სიკვდილს გაითამაშებს, დესპოტ ატლანტს რომ გაექცეს. შესაძლოა მსახიობი ამ მომენტს გულისხმობდა.

Comments

comments