როგორ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ჯონ სნოუ და დენერის ტარგარიენი

სამეფო კარის თამაშების ახალ სერიაში ჯონ სნოუ და დენერისი ბოლოს და ბოლოს შეხვდნენ ერთმანეთს.

https://annabelleebythesea.tumblr.com/post/163349904184/its-happening

ამ შეხვედრისთვის საფუძველი დიდხანს მზადდებოდა. დენერისი ტირიონის რჩევით ხელმძღვანელობს, ჯონ სნოუს კი ერთი მხრივ, საერთო მიზნებისთვის სურს გაერთიანება დრაკონების დედასთან, მეორე მხრივ კი – დრაკონის მინა სჭირდება.

http://iheartgot.tumblr.com/post/163408648087/dany-and-jon-talking-about-each-other-requested

გმირებმა აქამდე მსგავსი გზა გამოიარეს: არც ერთი მათგანი არ იცნობს დედას, ორივეს მოუწია ოჯახზე უარის თქმა, ორივე მოკვდა და გაცოცხლდა (დენერისი არ მომკვდარა, თუმცა ცეცხლიდან უვნებლად გამოვიდა) და ორივე მათგანი ხალხის არჩეული ლიდერია.

თუ შოუს ყურადღებით ადევნებდით თვალს, ისიც გეცოდინებათ, რომ ჯონ სნოუ ნედ სტარკის უკანონო შვილი სულაც არაა. დედამისი ნედის და, ლიანა სტარკია. ლიანა სტარკს ურთიერთობა ჰქონდა რაეგარ ტარგარიანთან, რომელიც დენერისის უფროსი ძმაა. რაეგარი რობერტ ბარათეონმა მოკლა აჯანყებისას. გავრცელებული აზრით, რაეგარმა ძალით მოიტაცა ლიანა, რომელიც რობერტს უნდა გაჰყოლოდა ცოლად. თუმცა, ეს ვერსია სულაც არაა სიმართლე. სინამდვილეში რაეგარსა და ლიანას დიდი სიყვარული აკავშირებდათ.

http://ranpyon.tumblr.com/post/162095410393/and-you-are-my-name-is-jon-snow

ამის გათვალისწინებით, დენერისი ჯონის მამიდაა. შეიძლება ჯონ სნოუ დენერისისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს? როგორც ჩანს, ტახტზე ასვლის შანსები ვინტერფელის მმართველსაც აქვს.

http://aninaland.tumblr.com/post/163444752554/jondaenerysdaily-a-targaryen-alone-in-the-world

ყველამ ვიცით, რომ ამ ეპიკურ საგას “ცეცხლისა და ყინულის სიმღერა” ჰქვია, რაც დენერისისა და სნოუს მეტაფორა უნდა იყოს. სავარაუდოდ, ერთი მათგანი (ან იქნებ ორივეც) არის ის დაპირებული მმართველი, რომლის შესახებაც მელისანდრა საუბრობდა.

Comments

comments