რომელ მსახიობებს ვიხილავთ “გრეის ანატომიის” მე-14 სეზონში

გრეის ანატომია მე-14 სეზონს სამსახიობო გუნდის მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება.

რაც მთავარია, არ იცვლება მერედით გრეი (ელენ პომპეო) და ალექს კარევი (ჯასტინ ჩემბერსი), თუმცა მორიგ სეზონში რამდენიმე ნაცნობი სახე დაგვტოვებს ან დაბრუნდება. გრეის გუნდი შემდეგი ცვლილებებით გვიბრუნდება:

ვინ არ დაბრუნდება:

ჯერიკა ჰინტონს, რომელიც მე-9-მე-13 სეზონებში სტეფანი ედვარდსს თამაშობდა, ამ სეზონში ვეღარ ვიხილავთ. მე-14 სეზონში არ იქნება არც ტესა ფერერი (დოქტორი ლეა მერფი). მე-13 სეზონში გამოვეთხოვეთ ასევე მარიკა დომინცზეკს, ელიზა მინიკის როლის შემსრულებელს. ოუენის (კევინ მაკკიდი) დის როლის შემსრულებლის — ბრიჯიტ რეგანის ნაცვლად სერიალს ებიგაილ სპენსერი შემოუერთდება.

ახალი პერსონაჟები:

სერიალში სპენსერის დაბრუნების გარდა ახალ პერსონაჟად ვიხილავთ იტალიელ სტეფანია სპამპინატოს, რომელიც ენდრიუ დე ლუკას (ჯაკომო ჯანოიტის) დას, კარინას როლს ითამაშებს, რომელიც გრეის გუნდის ახალი, კამათის მოყვარული ექიმი იქნება.

ვინ ბრუნდება:

კიმ რავერი, რომელმაც სერიალი მე-8 სეზონში დატოვა, ტედი ალტმენის პერსონაჟით კვლავ დაბრუნდება; ჯოს გულქვა ქმრის, პოლ სტედლერის როლის შემსრულებელი მეთიუ მორისონიც კვლავ შემოუერთდება გუნდს.

ამრიგად, პერსონაჟთა ძირითადი სია ასეთია: მერედით გრეი, ალექს კარევი, მირანდა ბეილი (ჩანდრა უილსონი), რიჩარდ ვებერი (ჯეიმს პიკენს ჯუნიორი), ოუენ ჰანტი, არიზონა რობინსი, ეიპრილ კეპნერი (სარა დრიუ), ჯექსონ ეივერი (ჯესი უილიამსი), ამელია შეფერდი (კატერინა სკორსონე), ჯო უილსონი (კამილა ლუდინგტონი), მეგი პირსი (კელი მაკკრერი), ბენ უორენი (ჯეისონ ჯორჯი), ნათან რიგსი (მარტინ ჰენდერსონი), ენდრიუ დე ლუკა და კეტრინ ეივერი (დები ალენი).

გრეის ანატომია 28 სექტემბერს, ABC-ზე ორსაათიანი სერიის პრემიერით დაუბრუნდება ეთერს.

Comments

comments