სამეფო კარის თამაშების ფინალურმა სერიამ ნახვების რეკორდი მოხსნა

ცნობილი სერიალის მეშვიდე სეზონის ბოლო სერია კიდევ ერთი რეკორდის მომტანი აღმოჩნდა HB0–ს პროდიუსერებისთვის. კვირას ეთერში გასვლისას ფინალურმა სერიამ ყველაზე ნახვადი ეპიზოდის სტატუსი მოიპოვა. მსოფლიოს მასშტაბით მას 12 მილიონმა ადამიანმა უყურა პირდაპირ ეთერში, თუმცა თუკი მთლიანად კვირა დღის ნახვებს შევაჯამებთ, ეპატაჟური ეპიზოდის მაყურებელთა რიცხვი 16.5 მილიონს აღწევს. ეს შოუს ახალი რეკორდია და ამ რიცხვებმა სამეფო კარის თამაშების მეექვსე სეზონის ფინალის მიღწევები გადაფარა, რომელსაც პირდაპირ ეთერში 9 მილიონმა ადამიანმა უყურა.

ზოგადად მეშვიდე სეზონი არხისთვის წარმატებულად დაიწყო და შოუს საპრემიერო პირველი სერია პირდაპირ ეთერში 10 მილიონმა ადამიანმა ნახა. სამეფო კარის თამაშებმა წარმატებით განაგრძო გზა და საერთო ჯამში მეშვიდე სეზონის ეპიზოდების ნახვები საშუალოდ 30 მილიონს აჭარბებს.

 

Comments

comments