შესაძლოა, გალ გადოტი ბრედლი კუპერთან ერთად ფილმში Deeper ვიხილოთ

დღეს ცნობილი გახდა, რომ Wonder Woman-ის ვარსკვლავი გალ გადოტი მოლაპარაკებებს აწარმოებს MGM-თან, რომელიც უახლოეს მომავალში Deeper-ის გადაღებას გეგმავს.

ფილმი მაქს ლენდისის სცენარითა და კორნელ მუნდრუზოს რეჟისორობით შეიქმნება და მოგვითხრობს ყოფილი ასტრონავტის შესახებ, რომელიც დედამიწის ახლადაღმოჩენილ, ყველაზე ღრმა წერტილამდე მიღწევას გადაწყვეტს. ამ მისიის შესრულება კი არც ისე მარტივი აღმოჩნდება და მთავარ გმირს ბევრ სირთულესთან მოუწევს გამკლავება – მათ შორის, მისტიკურ ძალებთანაც.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვის განასახიერებს ქალი საოცრება, თუმცა ვიცით, რომ ასტრონავტის როლში ბრედლი კუპერი მოგვევლინება.

Comments

comments