შესაძლოა, მარგო რობი ჰიუ ჰეფნერის ცოლის როლში ვიხილოთ

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლეიბოის დამფუძნებლის, ჰიუ ჰეფნერის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში მისი მეუღლის როლზე მარგო რობის კანდიდატურას განიხილავენ.

ამ შემთხვევაში, მაყურებელს თვითმკვლელთა რაზმის შეშლილი წყვილის ხილვა კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად სხვა ამპლუაში მოუწევს – უკვე ცნობილია, რომ ჰეფნერის პერსონაჟს ჯოკერის როლის შემსრულებელი, ჯარედ ლეტო განასახიერებს.

უცნობი წყარო ამტკიცებს, რომ თავდაპირველად მარგომ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა, თუმცა ჯარედი დანებებას არ აპირებს მანამ, სანამ მსახიობს არ დაითანხმებს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჰეფნერს სამი ცოლი ჰყავდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი მათგანის როლის მორგებას სთავაზობენ რობის.

Comments

comments