“შეყვარებული ვინსენტის” ოფიციალური თრეილერი

“შეყვარებული ვინსენტი” მსოფლიოში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც მთლიანად ზეთის ნამუშევრებითაა აწყობილი. ფილმის სცენარისტი და რეჟისორი დოროთი კობიელა და ჰიუ ველჩმენი არიან, გადაღებას კი პოლონური BreakThru Films  და ბრიტანული Trademark Films უზრუნველყოფენ.

ვინსენტ ვან გოგის ნახატებით შექმნილი ფილმი მხატვრის საინტერესო ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმში გამოყენებული 65000 ნახატი 125-მა პროფესიონალმა ფერმწერმა შექმნა, რომლებიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ პოლონეთსა და საბერძნეთში განთავსებული “შეყვარებული ვინსენტის” სტუდიებში სამუშაოდ. მათ ვინსენტის ბრწყინვალე ნამუშევრების სტილში დახატეს მხატვრის ემოციური და ტრაგიკული ცხოვრების გზა და უცნობ ვითარებაში სიკვდილი.

ფილმის პრემიერა 22 სექტემბერს შედგება, მანამდე კი იხილეთ “შეყვარებული ვინსენტის” ულამაზესი ტრეილერი, რომელიც მხატვრის თვალით დანახულ გასაოცარ სამყაროში მოგზაურობას გვპირდება:

გაიგეთ მეტი ამ პროექტის შესახებ ფილმის ოფიციალურ გვერდზე: http://lovingvincent.com/

Comments

comments