სარა პაოლსონს “ამერიკული კრიმინალური ისტორია: კატრინაში” ვიხილავთ

ამერიკული კრიმინალური ისტორიის კიდევ ერთი, მესამე სეზონი, რომელიც ქარიშხალ კატრინას შესახებ გვიამბობს, მიმართულებას მთლიანად იცვლის. ამის შესახებ შოუს მთავარმა პროდისერმა, რაიან მერფიმ განაცხადა.

შოუს ქასთს გამოეთიშნენ ისეთი სახეები, როგორებიც არიან – ანეტ ბენინგი, მეთიუ ბროდერიკი, დენის ქუეიდი და კუბა გუდინგ უმცროსი. ერთადერთი ვარსკვლავი, რომელსაც ცვლილებები არ შეეხო – სარა პაულსონია, რომელიც ექიმის როლში მოგვევლინება.

შეიცვალა სერიალის მთავარი წყაროც – თუ აქამდე სცენარი დუგლას ბრინკლის წიგნს ეფუძნებოდა, ამჯერად მას შერი ფინკის ნაწარმოების მიხედვით გადაიღებენ. სიუჟეტი ჰურიკანის შემდგომ მოვლენებს ასახავს, რომლებიც ნიუ ორლეანის მემორიალურ კლინიკაში განვითარდა, სადაც სამედიცინო პერსონალის გარკვეულმა ნაწილმა თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევთანაზია ჩაეტარებინათ ქარიშხლის შედეგად დაზარალებული კრიტიკულად მძიმე პაციენტებისათვის.

უცნობია, თუ რა გახდა ამ ცვლილებების მიზეზი, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კატრინას პრემიერა, რომელიც ამერიკული კრიმინალური ისტორიის მეორე სეზონად მოიაზრებოდა, 2019 წლისთვის იგეგმება. მის მაგივრად კი, 2018 წელს მაყურებელი ჯანი ვერსაჩეს გახმაურებულ მკვლელობაზე შექმნილ სეზონს იხილავს.

Comments

comments