სტეფან კინგის “იგი” პრემიერის პირველივე დღეებში რეკორდულ შემოსავლებს იღებს

იგი მოვიდა, ნახა და გაიმარჯვა.

სტეფან კინგის ნოველის კინოადაპტაცია ბილ სკარშგორდის მონაწილეობით უკვე ჩაეწერა რეკორდსმენთა სიაში. ჯერ პრემიერიდან სულ რაღაც 5 დღე გავიდა, ფილმის შემოსავლები კი 125 მილიონ დოლარს აცდა და საათობრივად იზრდება.

წელს აღნიშნულზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ორ ფილმს – მზეთუნახავსა და ურჩხულს და გალაქტიკის მცველები 2-ს ჰქონდა.

იგის შემოსავლებმა ადამიანი ობობას შინ დაბრუნებასაც კი გადაუსწრო და როგორც კინოდსიტრიბუციის ხელმძღვანელი, ჯეფ გოლდსტეინი აღნიშნავს, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

 

Comments

comments