ტორონტო: ‘The Upside’ შესაძლოა ოქროს გლობუსის სერიოზულ პრეტენდენტად მოგვევლინოს

ნილ ბიორგერის The Upside, რომლის პრემიერაც ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, 2011 წელს გამოსული ფრანგული, ძალზე წარმატებული ფილმის ხელშეუხებელნის  რიმეიქს წარმოადგენს. ფილმში ბრაიან კრენსტონთან და კევინ ჰარტთან ერთად ნიკოლ კიდმანიც თამაშობს.

რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფრანგული კომედია “ხელშეუხებელნი” 6 წლის წინ გამოვიდა და მალევე დაიპყრო მსოფლიო მაყურებელთა გულები. ის ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში შორთლისტშიც მოხვდა (მაგრამ ნომინაციაში ვერა). Weinstein Co.-მ კი მისი ამერიკული რიმეიქი The Upside ახლახან წარადგინა ტორონტოს კინოფესტივალზე. ნილ ბიორგერისეული რიმეიქი პარალიზებულ მილიარდერსა და მის მომვლელზე, რომლის ჩვენებაც ტორონტოში, როი ტომსონ ჰოლში გაიმართა, მაყურებელმა სიცილითა და გულთბილი ოვაციებით მიიღო. ფრანგულისგან განსხვავებით, ამერიკულ ვერსიას შესაძლოა დიდი ნომინაციებისკენ გზა გაეხსნას და ოქროს გლობუსის, ასევე ოსკარის პრეტენდენტიც გახდეს.

კრიტიკოსებმა უკვე აღნიშნეს მსახიობების, კიდმანის, კრენსტონისა და განსაკუთრებით ჰარტის დიდებული თამაში და სხვადასხვა მნიშვნელოვან დაჯილდოებებზე წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ.

Comments

comments