“ანარქიის შვილების” შემქმნელმა პრიქველისა და სიქველის გეგმა გაამხილა

ანარქიის შვილების ფანებს სამმაგად უნდა უხაროდეთ. გარდა იმისა რომ ცოტა ხნის წინ სპინოფის გადაღება დაანონსდა, რომელსაც Mayans MC ერქმევა, დღეს უკვე ვიგებთ, რომ პრიქველისა და სიქველის გადაღებებიც იგეგმება.

სერიალის შემქმნელმა კურტ სატერმა განაცხადა: “შვილები ოთხ ნაწილად წარმომიდგენია. თუკი შვილები პირველი ნაწილი იყო, მაშინ მაიას მეორე ნაწილად ვხედავ. ეს ახალი შოუ, ჯექს ტელერის სიკვდილის შემდგომ მოვლენებს შეეხება”.

მესამე თავში, რომელიც პრიქველი იქნება, ფოკუსი ჯექსის მამაზე გაკეთდება და იმაზე თუ რა მოხდა ვიეტნამიდან დაბრუნების შემდეგ, ხოლო მეოთხე ნაწილში, ანუ სიქველში, აქცენტი მომავალზე და ჯექსის შვილებზე იქნება.

Comments

comments