Netflix-მა რაიან მერფის ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

სერიალების ტრადიციულ ეკოსისტემაში ეს ამბავი მეხის გავარდნას ჰგავდა. სტრიმიგ სერვისმა რაიან მერფის ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის ღირებულება 250 მილიონიდან 300 მილიონამდეა.

კონტრაქტი Netflix-ზე ახალი სატელევიზიო შოუებისა და ფილმების პროდიუსირებას მოიცავს. კონტრაქტი 1 ივლისიდან ამოქმედდება, როდესაც მერფის ამჟამინდელ კონტრაქტს 20th Century Fox TV-სთან, ვადა გაუვა.

“რაიან მერფის სერიალებმა კულტურის გლობალური აზროვნება შეცვალა, ჟანრი ახლებურად გარდაქმნა და ტელევიზიის ისტორიის კურსი შეცვალა”, განაცხადა Netflix-ის კონტენტის უფროსმა, ტედ სარანდოსმა.

გარიგება Disney-სთვის დიდი დარტმაა, რადგან ის იმედოვნებდა მერფთან სამომავლო თანამშრომლობას.

Comments

comments