სერიალის This Is Us მეორე სეზონის პირველი ემოციური კლიპი გამოქვეყნდა

NBC–ს გამოქვეყნებული ახალი კლიპი მაყურებელს ნაცნობ ადგილას – საავადმყოფოში აბრუნებს. 3 წუთიანი ვიდეო რენდალის და რებეკას საკმაოდ ემოციური დიალოგით იწყება, სადაც ისინი უცხო ბავშვის შვილად აყვანის სირთულეს განიხილავენ. დედა რენდალს უმხელს, რომ თავდაპირველად მისი აყვანის წინააღმდეგი იყო, თუმცა რენდალის მამა არ დანებდა და საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღებაზე დაითანხმა. ვიდეო საინტერესო კადრებსაც გვთავაზობს და მაყურებელს შთამაგონებელი დიალოგის ფონზე მთავარი გმირების წარსულის მნიშვნელოვან სცენებს წარმოუდგენს.

მეორე სეზონით ეს ჩვენ ვართ 26 სექტემბერს წარსდგება მაყურებლის წინაშე. ასევე, ამ შოუს ნახვა სექტემბრიდან უკვე ქართულადაც შეგეძლებათ adjaranet.com–ზე.

Comments

comments