“თინეიჯერი მგელის” ტაილერ პოსი “კივილის” ქასთს უერთდება

ANAHEIM, CA - MARCH 30: Tyler Posey attends WonderCon Anaheim 2013 - Day 2 at Anaheim Convention Center on March 30, 2013 in Anaheim, California. (Photo by Gabriel Olsen/FilmMagic)

Teen Wolf-ის ფინალური სერიის გამოსვლიდან სულ რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა მთავარი როლის შემსრულებელი ტაილერ პოსი დროის დაკარგვას არ აპირებს.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ის MTV-ის კიდევ ერთ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ტაილერი სერიალ კივილის ქასთს მესამე სეზონიდან შეუერთდება, რომელსაც წინა ორთან კავშირი არ ექნება და სრულიად ახალ ისტორიას მოგვითხრობს.

ამჯერად სიუჟეტი ახალგაზრდა ფეხბურთელის, დიონის ცხოვრებას მიჰყვება, რომელიც კოლეჯის დაფინანსების მოპოვებას ცდილობს, თუმცა მისი ცხოვრება თავდაყირა დადგება მას შემდეგ, რაც ნიღაბს ამოფარებული მკვლელი მის ბნელ საიდუმლოს მისსავე წინააღმდეგ გამოიყენებს.

სერიალის ახალ სეზონში ტაილერთან ერთად სხვა ნაცნობ სახეებსაც ვიხილავთ – ჯორჯია ვიგამი (13 მიზეზი), ჯესიკა სულა  (გამოჯანმრთელების გზა და მოზარდები), კეკე პალმერი (კივილის დედოფლები).

Scream-ის ახალი სეზონის გადაღების დაწყებისა და პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

Comments

comments